ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვის იწყალებთ, რომ იწყალებთ? ხალხო, ვისაც ეს გეხებათ! რა ნიშნით იწყალებთ კაცს, რომელიც ცოლზე სასტიკი ძალადობის გამო იყო დაჭერილი! გამოეთრა ციხიდან და ახალგაზრდა გოგო მოკლა! ვინ არის ახლა პასუხისმგებელი? – ცოტათი მაინც არ არიან პასუხისმგებლები ის ადამიანები, ვინც შესაწყალებელთა სიებს აკეთებენ? გასკდა გული, აღარ შემიძლია“, - წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული პრეზიდენტმა 2017 წელს შეიწყალა.