logo_geo
eng_logo
სირიის შეიარაღებული ძალების ცნობით, აღმოსავლეთ ღუტა მეამბოხეებისგან თავისუფალია
- +

15 აპრილი. 2018. 01:15

 

 

სირიის აღმოსავლეთ ღუტას რეგიონი მეამბოხეებისგან თავისუფალია. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი ავრცელებს.

 

შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ ქალაქი დუმა „ჯაიშ ალ-ისლამის“ უკანასკნელმა მებრძოლებმაც დატოვეს.

 

დაჯგუფებამ მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია. მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები ტერიტორიიდან ქვეყნის ჩრდილოეთით ავტობუსებით გაემგზავრნენ.

 

სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაზე იერიში რუსეთის მხარდაჭერით თებერვალში დაიწყეს.

 

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აღნიშნულ კამპანიას 1 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner