logo_geo
eng_logo
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა - კრემლის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს
- +

15 აპრილი. 2018. 01:41

 

 

 

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის საუბრის მთავარი თემა სირიაში ქიმიური იარაღის ობიექტებზე დასავლეთის მიერ განხორციელებული კოორდინირებული იერიში იყო, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქმედება გაერო-ს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს უხეშად არღვევს. ლიდერები თანხმდებიან, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებისთვის ორმხრივი ურთიერთქმედების გააქტიურებაა აუცილებელი“, – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.

 

თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარში დეესკალაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურები რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმები სირიაზე სწორ ნაბიჯად შეაფასა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner