logo_geo
eng_logo
რა არის ცნობილი სირიაზე სარაკეტო იერიშის შესახებ
- +

15 აპრილი. 2018. 02:41

 

 

 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ. 

 

მთავარ სამიზნეებად იქცა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დამასკოში, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია ქიმიური იარაღის შექმნასთან, ასევე ორი საწყობი პროვინცია ჰომსში.

 

დილის 8 საათის მონაცემებით, კოალიციამ გაუშვა 30-დან 100-მდე რაკეტა, რომელთა ნაწილიც სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

 

შეტევაზე პასუხად ბაშარ ასადმა გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ მიდის ის სამსახურში, თავისი სამუშაო კაბინეტისკენ. ვიდეოს ჰქვია „ურყეობის დილა“.

 

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „თავისი მოქმედებით აშშ აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას სირიაში, ტანჯავს მშვიდობიან მოსახლეობას, სინამდვილეში ახალისებს ტერორისტებს, რომლებიც 7 წლის განმავლობაში ტანჯავენ სირიელ ხალხს, პროვოცირებას უკეთებს ამ ქვეყნიდან და მთლიანად რეგიონიდან დევნილების ახალი ნაკადების გაჩენას“.

 

დონალდ ტრამპის თქმით, რაკეტები ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული სამიზნეებისკენ მიმართეს.

 

„2013 წელს პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა მთავრობამ მსოფლიოს პირობა მისცა, რომ ისინი ქიმიური იარაღის განადგურების გარანტი იქნებოდნენ. ასადის ბოლოდროინდელი თავდასხმები და დღევანდელი პასუხი, ესაა რუსეთის მიერ პირობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული მარცხის მაგალითი", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

BBC-ის ცნობით, მოკავშირეების იერიში სირიაში რუსეთის პოზიციებს არ შეხებია.

 

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მოგვიანებით კონფლიქტში უცხო ქვეყნებიც ჩაერთვნენ, რის შედეგადაც სამხედრო დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner