სირიის ქალაქ ალეპოში მდებარე ირანულ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოცი ირანელი სამხედრო დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე სამხედრო ბაზის თავზე დაუდგენელი წარმოშობის თვითმფრინავები შენიშნეს. ასევე არ გამორიცხავენ სარაკეტო დარტყმის ვერსიას.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიაზე დარტყმებს მიიტანდნენ, ამ ბაზიდან ევაკუირებული იყო ცოცხალი ძალა.