logo_geo
eng_logo
აშშ-ს, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია
- +

15 აპრილი. 2018. 12:57

 

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლის დანა უაითის განცხადებით, სირიაში აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია.

 

მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს სირიაში კონფლიქტის გაჩაღება, თუმცა არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

 

„აშშ-ს მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება და ტერორიზმთან ბრძოლა. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, თუმცა ამავდროულად ვერ დავუშვებთ საერთაშორისო სამართლის ნორმების ასეთ საზარელ დარღვევას. სირიაში ჩვენი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და არა სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობა. ეს ოპერაცია არ ნიშნავს აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას", - განაცხადა დანა უაითმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner