logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, ვიცხოვროთ კონფრონტაციულ რეჟიმში
- +

23 თებერვალი. 2016. 10:47


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრაღაში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნების ღირსეულად ჩატარება მთავრობის შიდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.


მოწოდებულნი ვართ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებამდე, რადგან არჩევნების ღირსეულად ჩატარება მნიშვნელოვანია.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ არ შეიძლება, ვიცხოვროთ ასეთ კონფრონტაციულ რეჟიმში, რომელიც გვქონდა თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში. საზოგადოება უნდა დაწყნარდეს და ფოკუსირება უნდა მოხდეს ქვეყნის პოზიტიური განვითარების დღის წესრიგზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner