გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 3400 მეტრ სიმაღლეზე, თხილამურებით სრიალის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებული მოქალაქე ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილებისა და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს მაშველთა ერთობლივი ღონისძიების შედეგად გუდაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი - რეზი ხუციშვილი