logo_geo
eng_logo
გუდაურში თხილამურებით სრიალის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა
- +

15 აპრილი. 2018. 20:06

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზღვის დონიდან 3400 მეტრ სიმაღლეზე, თხილამურებით სრიალის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებული მოქალაქე ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილებისა და სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს მაშველთა ერთობლივი ღონისძიების შედეგად გუდაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მათივე ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

 

ავტორი - რეზი ხუციშვილი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner