logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს
- +

15 აპრილი. 2018. 20:51

 

„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკი ჰეილიზე დაყრდნობით CBS News -ი ავრცელებს.

 

„ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ხვალ გამოცხადდება“, - განაცხადა ჰეილიმ CBS-ის ეთერში.

 

ნიკი ჰეილის თქმით, სანქციები იმ საწარმოებს შეეხება, რომლებიც ასადს ტექნოლოგიებს აწვდიან.

 

მანამდე გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner