logo_geo
eng_logo
პროკურატურა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

15 აპრილი. 2018. 21:04

 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით წარუდგინა.

 

„საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.

 

პროკურატურა 16 აპრილს მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner