logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა
- +

15 აპრილი. 2018. 21:08

 

ეგვიპტეში, 2017 წლის მარტში, ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ინფორმაციას The Strait Times-ი ავრცელებს.

 

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი ეგვიპტის პარლამენტის დეპუტატებმა დაუჭირეს. დეპუტატების განმარტებით, ამის მიზეზი ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა.

 

2017 წლის 9 მარტს ეგვიპტეში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტანტის წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა პოლიციის საწვრთნელ ცენტრთანაც. ალექსანდრიის წმ. მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ეკლესიაში იმყოფებოდა სრულიად აფრიკის და ალექსანდრიის პაპი, პატრიარქი თეოდორე II.

 

ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner