logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: შემდეგ კვირაში უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრა მინდა
- +

15 აპრილი. 2018. 22:05

 

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის კვირის“ ეთერით საქართველოს პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტში მისვლას აპირებს.

 

„მინდა შევხვდე როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციას და კიდევ ერთხელ გავაცნო და მივაწოდო ინფორმაცია იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც უკვე დაანონსებულია. ამავე დროს, ვისაუბრო იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ. მოვისმინო მათგან შეკითხვები და გავცე პასუხები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება თუ ვინ არის საქართველოში სიღარიბის დამარცხების და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების მომხრე, ხოლო ვინ არის ამ ყველაფრის საპირისპიროს მთავარი ლობისტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner