logo_geo
eng_logo
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების „საგანგებო ზომის“ წინააღმდეგია
- +

29 აპრილი. 2016. 21:56



დღეს ევროკომისიის სპიკერატმა გააკეთა განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებაზე, რომლის მიხედვით მომეტებული მიგრაციის შემთხვევაში თურქეთისა და საქართველოს უვიზო რეჟიმი შეიძლება სწრაფად შეჩერდეს.


ევროკომისიის პოზიციით, ასეთი მექანიზმის სავიზო ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებაში ჩადების საჭიროება არ არსებობს, რადგან უკვე არსებული მექანიზმები მას ითვალისწინებს. კომისიის განმარტებით, თუ ასეთი მექანიზმის გამოყენების საჭიროება იქნება, ის დაექვემდებარება ჩვეულებრივ, უკვე არსებულ და არა შემოთავაზებულ პროცედურას, რომელსაც 9 თვემდე ვადა სჭირდება ასამოქმედებლად.


გერმანულ-ფრანგული წერილი, რომელიც ხუთშაბათს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა განიხილეს, ითხოვდა არსებული მექანიზმის დაჩქარებულად ამოქმედებას. წერილს მხარი დაუჭირა დამსწრე ელჩების უმრავლესობამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner