„არ შეიძლება პრეზიდენტი ასე უაპელაციოდ ეთანხმებოდეს „Freedom House“-ის შეფასებებს მაშინ, როდესაც თავად ყველაზე უკეთ იცის, რომ ეს შეფასებები ძალიან შორს დგას რეალობისგან!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2009-2012 წლების მსგავსი მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის მასმედიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშრებით! ეს უსინდისო ტყუილია და მარგველაშვილმა ეს იცის! არ შეიძლება პირადი უკმაყოფილების გამო თვალებში ნაცარი შეაყარო ათასობით ადამიანს, ვინც შენი თანამებრძოლი და თანამოაზრე იყო 2011-2012 წლებში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში! სირცხვილია!“ - წერს ხათუნა ხოფერია.