logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მამუკა ბახტაძე! ყოჩაღ!
- +

16 აპრილი. 2018. 01:06

 

„მამუკა ბახტაძე! ყოჩაღ!“ - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფინანსთა მინისტრზე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო მინისტრი ასეთ სწორ არჩევანს აკეთებდეს საკანონმდებლო ორგანოსთან - პარლამენტთან თანამშრომლობისთვის. დღემდე, არავინ საკუთარი ინიციატივით არ მოსულა პარლამენტში და არ გაუმართავს შეხვედრა უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან. დღემდე, ასეთი შეხვედრები მინისტრებთან გაწერილი იყო მხოლოდ რეგლამენტით აუცილებელ შემთხვევებში და აუცილებელი დღის წესრიგით.

 

მამუკა ბახტაძე არის სულით და გულით რეფორმატორი და სწორედ ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ მისი ხელშეწყობით რეფორმები გაძლიერდება და ქვეყანაში დაჩქარდება წინსვლა.

 

ჩემი სრული მხარდაჭერა მამუკა ბახტაძეს!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner