logo_geo
eng_logo
25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა
- +

16 აპრილი. 2018. 10:19

 

 

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი.

 

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner