logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: დონალდ ტრამპი დავარწმუნე, სირიაში სამხედრო შენაერთები დატოვოს
- +

16 აპრილი. 2018. 10:29

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნა, რომ სირიაში სამხედრო შენაერთები დატოვოს.

 

მაკრონმა ​ერთობლივ საჰაერო იერიშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო კანონიერი ქმედება, რამაც საშუალება მისცა საფრანგეთსა და მოკავშირეებს, აღედგინათ ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

 

მისივე განცხადებით, იერიშების ლიმიტირება ტრამპის თავდაპირველი იდეა არ ყოფილა.

 

სირიაზე მიტანილი იერიშები მაკრონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი სამხედრო ოპერაციაა, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობს.

 

მაკრონის განცხადებით, ის მზადაა, ჩაერთოს დიალოგში კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან, მათ შორის რუსეთთანაც. მისივე თქმით, მომდევნო თვეში რუსეთში დაგეგმილი მისი ვიზიტი კვლავ დღის წესრიგშია.

 

უფრო კეთილგანწყობით ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთის შესახებ. მაკრონმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა რუსები გააცალკევა თურქებისგან, რომლებმაც, თავის მხრივ, ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმეს.

 

აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რომელთა სამიზნე ქიმიური იარაღის საწარმო, საცავი და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner