logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: კრემლისთვის ნატო-ს გაფართოება მიუღებელია!
- +

29 აპრილი. 2016. 21:57



„კრემლისთვის ნატო- გაფართოება მიუღებელია." ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსებას საზღვრებთან მოსკოვი სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით უპასუხებს. „რუსთავი 2"-ის ინფრომაციით ასეთ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შვედურ მედიასთან აკეთებს. რუსეთის დიპლომატი ამ ფორმით ეხმაურება შვედეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმებს.


სახელმწიფო მინისტრისთვის ლავროვის განცხადება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს არ ცვლის. ბრიუსელში ვიზიტად მყოფი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტიებისთვის სჭირდება და არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.


ვარშავის სამიტის წინ ექსპერტები ხელისუფლების მხრიდან თანამიმდევრული პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობენ. ანალიტიკოსების თქმით, არც შვედეთის და არც საქართველოს შემთხვევაში ლავროვის გაფრთხილებამ ქვეყნის მიერ არჩეული დღის წესრიგი არ უნდა შეცვალოს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner