logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება
- +

16 აპრილი. 2018. 13:23

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან შემცირდა 2017 წელს 24.6 პროცენტამდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირებით, ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, გაზრდილი შემოსავლებით, იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულებით, გაზრდილი საექსპორტო პოტენციალით, შემცირებული მოწყვლადობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას,“  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი.

 

პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner