კანადის ქალაქ მონრეალში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ეტლით ფარიკაობაში. ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულმა შეჯიბრებამ, ირმა ხეცურიანს წელს პირველი ოქრო მოუტანა.
ფინალში ირმას მეტოქე, ფრანგ სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, თუმცა ამჯერად ქართველმა მეტოქეს რევანში გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დროს აუღო. ფინალური დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით ანგარიშით 15-13 დასრულდა.
შაბათს ირმა რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც ის მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.