logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: დღეს კიდევ ერთხელ აგვაფარეს სახეზე გადაშენების პერსპექტივა!
- +

29 აპრილი. 2016. 23:39



ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას აფასებს:


 

„საშინელ ხასიათზე დავდექი ამ სააღდგომოდ... ძალიან მძიმედ იმოქმედა აღწერის მონაცემებმა... რა თქმა უნდა, ვიცოდი და საჯაროდაც მილაპარაკია ამ თემაზე გაეროს ხალხთამოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ აგვაფარეს სახეზე მალე და უცილობლად გადაშენების პერსპექტივა!

 

მაინტერესებს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ შეიმჩნია ეს ყველაფერი, თუ არაპოპულარული თემაა? ან ალბათ სააღდგომო პურმარილი უნდა ჩაათაონ და ხასიათს ხომ არ გაიფუჭებენ... ლიბერალებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ადარდებთ, კონსერვატორებს - საპატრიარქოს სიმპატიების მოპოვება წინასაარჩევნოდ, მატარებელი კი მიდიიის... უფსკრულში!

 

ეჰ, საწყალი მამაჩემი... Как в воду глядел-, რუსები რომ იტყვიან, მაგრამ ვინ დაუჯერა... ნუ გეშინიათ, სხვას რომ არ მოსვლია, ისეთი არაფერი მოგივათ, იყავით მერე ღვთისმშობლის კალთის იმედზე!

 

.. ახლა ადგება რომელიმე მარშალბულვარპალიტრაპრესის  ჭურნალისტი და გადაბეჭდავს ამ ამოკვნესას: "ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე..." და დაარქმევს რაღაც სიბრიყვეს..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner