„მივესალმებით ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდების შესახებ“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ ეს შეამცირებს რისკს და შესაბამისად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს სესხებისთვის და ხელმისაწვდომს გახდის დამატებით ფინანსურ რესურსებს ამ ბიზნესებისათვის.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, იყო ლაპარაკი ჭარბვალიანობაზე. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოიღებს დადებით შედეგს“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.