logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ირმა ხეცურიანს ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს
- +

30 აპრილი. 2016. 00:02


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარაოლიმპიელ ირმა ხეცურიანს ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.



„ვულოცავ პარასპორტსმენ ირმა ხეცურიანს ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულ შეჯიბრებაში ოქროს მედლის მოპოვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ ასპარეზობებში!"- აღნიშნულია მისალოც განცხადებაში.


კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებაში მოასპარეზე ირმა ხეცურიანმა, წელს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა მეოთხედფინალურ დუელში ამერიკელ დე მოლოს აჯობა, ნახევარფინალში კი ჩანდლერი დაამარცხა.


შეჯიბრის ფინალში ირმას მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანი დამარცხდა, თუმცა, ამჯერად, ხეცურიანმა ფრანგი მეტოქის დამარცხება მოახერხა. დუელი ირმა ხეცურიანის გამარჯვებით ანგარიშით 15-13 დასრულდა.


დღეს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც ის მომავალი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner