„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.
მენეჯმენტი აცხადებს, რომ „ვითიბი ბანკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან დაამყაროს გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობა.
სწორედ ამიტომ, პირველად ქართულ საბანკო სივრცეში „ვითიბი“ საკუთარ, 12 000-მდე ფიზიკურ პირ პრობლემურ მსესხებლებს, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მნიშვნელოვანი დისკონტი სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე, მოახდინონ ბანკის მიმართ დავალიანების სრულიად ანულირება და გაიუმჯობესონ მიმდინარე საკრედიტო ისტორია.
აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება. აღნიშნული წინადადება მოქმედებს ორი თვის განმავლობაში (16 აპრილიდან 15 ივნისამდე) და ეხება მხოლოდ იმ ფიზიკური პირებს, რომლებიც სარგებლობდნენ სამომხმარებლო ტიპის სესხებით.
„ჩვენი სურვილია, შესაძლებლობა მივცეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ბანკის მიმართ სამომხმარებლო ტიპის პრობლემური დავალიანება გააჩნიათ, მნიშვნელოვანი დისკონტით მოახდინონ ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვა. დისკონტი 30-დან 90 % მდე მერყეობს და ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე დარიცხულ პროცენტზე, ხოლო აქციის განმავლობაში ბანკი არ გამოიყენებს ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ბანკის მიმართ ვალდებულების დაფარვას.
ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამ კამპანიის წამოწყებით, რომელიც მხოლოდ ორ თვეს გრძელდება, „ვითიბი ბანკი“ სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=100221&lang=geo