logo_geo
eng_logo
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იწყება
- +

16 აპრილი. 2018. 17:32

 

 

 

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობისა კონდიცირების სისტემები, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო.

 

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება პანდუსები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 534 655 ლარია. თანხა საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო.

 

თოჯინების თეატრი ქუთაისში 1946 წელს ყოფილი ღვინის სარდაფის შენობაში გაიხსნა. მას შემდეგ იმავე ადგილზე, წმინდა ნინოს ქუჩის 9 ნომერში მდებარეობს. სარემონტო სამუშაოები შენობას გასული საუკუნის 80- იან წლებში ჩაუტარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner