logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: ბურჭულაძის დაუძინებელი მოწინააღმდეგე ვიქნები!
- +

30 აპრილი. 2016. 00:35


მოძრაობა „ახალი რელობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი პაატა ბურჭულაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„დედას ვფიცავ, გულწრფელად გეუბნებით, ქართულ პოლიტიკაში ყველას ავიტან, არავინ მაღიზიანებს, მინდა, მრავალფეროვნებისთვის, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პოტენციურად მობილიზებულმა ჯგუფმა, რომელსაც პოლიტიკაში შესვლა და გამარჯვების მიღწევა სურს, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ, ვერაფრით გამიგია ამ პაატა ბურჭულაძის, ტენორის, ოპერის მომღერლის ზრახვანი, რა უნდა?..

 

ასეთების მონდომებას და პოლიტიკურ ფინიშთან მირბენის მიზანს არაფრით ვეწინააღმდეგები, მესმის მათი და ასეთთა მონდომებას გარკვეულწილად თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ, ვერაფრით გავითავისე და - გონებაში დავუშვი ამ „მომღერლის" სურვილი და სწრაფვა, იყოს მეფონდე და ამავდროულად გახსნას პოლიტიკურად ორიენტირებული ოფისები რეგიონებში, ამიტომაც, პირდაპირ ვაცხადებ ჩემი მეგობრებისა და ხალხის წინაშე - აღთქმას ვდებ: „გაურკვეველი" ბურჭულაძის დაუძინებელი მოწინააღმდეგე ვიქნები და მისდაგვარ ფასიან პატრიოტებს არ გავახარებ, ბოლომდე გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლობებს - თუკი რამ პატივისცემა, ან მოსმენა მაქვს ჩემი მოქალაქეების, ღონეს არ დავიშურებ, რომ ძირშივე მოიკვეთოს ბურჭულაძისნაირი ფარისევლური ქველმოქმედების ზრახვანი...

 

ასეთი მონდომება, ჩვენი ქვეყნისა და ყოფიერების ტრაგედიის მაუწყებელი მავნებლობა!.."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner