logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ეს გლობალურ ქაოსს გამოიწვევს
- +

16 აპრილი. 2018. 17:58

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მორიგი იერიში სირიაზე გლობალურ ქაოსს გამოიწვევს. ამის შესახებ ABC წერს.

 

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. ორი ლიდერი ფიქრობს, რომ დასავლურმა კოალიციამ სირიაში 7-წლიანი კონფლიქტის დარეგულირებას ხელი შეუშალა.

 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

 

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner