მომღერალი აჩი ფურცელაძე თბილისს ახალი სიმღერით უბრუნდება. სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი თბილისი“. ამის შესახებ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მალე, ჩემი კიდევ ერთი ახალი და ახლა უკვე ქართული სიმღერა... მე ამ სიმღერით ვუბრუნდები თბილისს.
სიმღერის პრემიერა - პრეზენტაცია „პრაიმ შოუში“, - წერს ფურცელაძე.