logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: „ნაც- მოძრაობის“ წევრები „მაოხარი გზირის“ სინდრომით არიან ავად!
- +

30 აპრილი. 2016. 00:35


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სოციალურ ქსელშ წერს.


„ახალი მოვლენა უნდა აღიწეროს და დამკვიდრდეს ფსიქიატრიაში- „მაოხარი გზირის" სინდრომი.

სწორედ ამ სინდრომით არიან ავად „ნაც-მოძრაობის" წევრები.

 

ისინი არაცნობიერად ეხვეწებიან ხალხს, რომ მათი პოლიტიკური სიკვდილის შემდეგ ყელზე საბელი მოაბან, გაათრიონ და ყველაზე მაღალ ინფორმაციულ ხეზე-რუსთავი 2-ზე ჩამოკიდონ, რათა მათ, ვინც ისინი აქ მოავლინა, ქვეყანა უარესად ააოხრონ.

ეტყობა, ამიტომაც ეტანებიან ამ ბოლოს გიგანტურ ხეებსაც და რუსთავი 2-საც ამიტომ იცავენ ასე თავგადაკლულად.

 

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეცხლი წაართმევინის.

მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა:

- მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ!

რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს.

ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაურჩვიათო.

გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა: ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!

- მასავით შენ ცოცხალიც წახდენას მიპირობ და მკვდარი უარესს მიზამ. ვიცი, ვერ გარდაგირჩებიო."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner