logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
- +

16 აპრილი. 2018. 22:02

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები მალე მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვსწავლობთ საკითხს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება“, - აღნიშნა სანდერსმა.

 

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ორშაბათისთვის ახალი სანქციები გამოაცხადოს, რაც სირიაში ქიმიურ თავდასხმას უკავშირდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner