logo_geo
eng_logo
რუსეთმა სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი სირიისკენ გაგზავნა
- +

16 აპრილი. 2018. 22:07

 

 

 

რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“, რომელიც სამხედრო ტექნიკით არის დატვირთული, სირიის მიმართულებით გაემართა. ამის შესახებ თურქული გამოცემა „დოგანი“ იუწყება.

 

გემი სირიის პორტ ტარტუსში მიემართება, სადაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზა აქვს განთავსებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლისას, „ორსკს“ თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური მიაცილებდა.

 

ამასთან, გამოცემა Bosphorus Observer გემზე არსებული ტექნიკის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ხომალდით სხვა დანარჩენ ტექნიკასთან ერთად გადააქვთ ჯავშანტრანსპორტიორი „БТР-80“ რადიოელექტრონულ კომპლექს „Пелена-6БК2“-თან ერთად, რადიომართული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან თავდასაცავად, სატვირთო მანქანები, ბენზინმზიდები და ჯავშანმანქანები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner