logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუას თქმით, საქართველოს კომერციული ბანკები მოგების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არიან, რაც მოქალაქეების ხარჯზე ხდება
- +

16 აპრილი. 2018. 22:19

 

 

ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის რეფორმაზე „TVპირველის“  ეთერში ისაუბრა. როგორც ეკონომისტმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრის ინიციატივა სტარტაპების დაფინანსების შესახებ სწორია. მისი თქმით, ევრაზიის კონტინენტზე საქართველოს კომერციული ბანკები მოგების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არიან, რაც დუნდუას თქმით, მოქალაქეების ხარჯზე ხდება.

 

„ეს ხდება მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც ბანკის ვალის გამო, ყოველთვიურად არაადეკვატურად დიდი გადასახადის გადახდა უწევთ. 1000 კაციდან -  800 სესხს ვერ აიღებდა, შემოსავლების დადასტურება რომ გამხდარიყო საჭირო. საქართველოში  შემოსავლის დადასტურების გარეშე  სესხების გაცემა 2008 წლიდან დაიწყეს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner