logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: სამარცხვინო იყო დღეს საქართველოს პრეზიდენტი!
- +

16 აპრილი. 2018. 22:37

 

 

ჟურნალისტი ნანა გაგუა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს გულის სიღრმეში ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ტრიბუნიდან განაცხადებდა: უმძიმესია ფაქტი! ვინაწილებ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით და ვტოვებ პოსტსო...

 

და მერე, ეგებ ჩვენც, ხალხს, რომელიც მის ხელფასს უზრუნველვყოფთ და ვაპრეზიდენტებთ, ნაწილობრივ მაინც „შეგვეწყალებინა“... მაგრამ, ამაოდ! გამობრძანდა და სულ აქეთ-იქით იშვირა ხელები და დამრჩა (სუბიექტური) შთაბეჭდილება, რომ სულ სხვებზე უნდოდა ხელის შეხოცვა იმ კოშმართან დაკავშირებით, რომელმაც ყველა ჭკუიდან შეგვშალა!

 

სამარცხვინო ოყო დღეს საქართველოს პრეზიდენტი!!!

 

ოი, ოი, ზოგისთვის რა მსუბუქია თურმე მონომახის ქუდი?!“ - წერს გაგუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner