logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა!
- +

16 აპრილი. 2018. 23:01

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა. საკითხთან დაკავშირებით კი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმსჯელოს.

 

„გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა!

 

მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე დისკუსია მთლიანად პარლამენტთან არის საჭირო და არა მხოლოდ მის უმრავლესობასთან.

 

ვინაიდან, ხვალ დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია ვერ ახერხებს შეკრებას, გადავწყვიტე, პარლამენტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივიდე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მამუკა ბახტაძის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner