logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა
- +

30 აპრილი. 2016. 01:08


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს ამჯერად ნიუ-იორკში წარუდგინა.


საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გასვა ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც მისი თქმით, ამერიკის შეთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვაა.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც  რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ინაჩუნებს სტაბილურობას და  თანმიმდევრულად მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მისი თქმით,  საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. პრემიერმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და მეზობელ ქვეყნებთან გაააჩნია. მან ხაზი გაუსვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას.


მისივე ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში.


გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მაღალ რეიტინგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს და სთავაზობს თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

 

„საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია - ამ შედეგებს ადასტურებენ აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ. რასაც, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვისთვის,"- განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.


პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო და ესაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ პროექტებზე.


სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner