თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს მოვისმინე კრიტიკა, აქაო და, ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტში რათ გვაჩვენა რეალობა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდანაო, ესაო და მიკერძოებაა(ვ)ო.
ჩნდება კითხვა, რატომ ერთხელ არც ერთმა მათგანმა არ გააპროტესტა ლეშისმჭამელი ტელევიზიის ათასგზის მიკერძოებული და მატყუარა სიუჟეტი დენდროლოგიურ პარკზე?!
აქვე იკვეთება პასუხიც:
დავით მაღრაძეს დავესესხები: „ე.წ. შუაშისტებს, მათ „სვეცკურ“ მოძრაობას შეადგენენ ადამიანები, რომლებმაც თვისტომი ითაკილეს, დღეს კი ბევრს ლაპარაკობენ. მაგათი საქმე, იცით, როგორ არის? ბავშვი წყალს რომ მიჰქონდეს და შენ მაინც წყლის უფლებებზე ლაპარაკობდე... დღეს ყველაზე უარესად, „ნაცმოძრაობაზე" უარესადაც კი, ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი გამოიყურება...“, - წერს შაქარიშვილი.