სვანეთში, არქეოლოგებმა და ამ მიმართულების სტუდენტებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. სოფელ ლახამში მათ რკინის უძველეს საწარმოას მიაკვლიეს.
აღმოჩენილი არა სახელოსნო, არამედ უდიდესი მეტალურგიული ცენტრია, რომელიც ჩვენსწელთაღრიცხვამდე მე-8 - მე-7 საუკუნით თარიღდება. ის 60 ჰექტარზეა გადაშლილი და ათასობით ქურასა და ლითონის ნარჩენს აერთიანებს. არქეოლოგიური აღმოჩენა ქართველური ტომების განვითარების ისტორიას მნიშვნელოვნად ცვლის.
ერთ-ერთი არქეოლოგის განცხადებით, 28 საუკუნის წინ ისეთი ტომები, რომელთაც რკინის ასე დამუშავება შეეძლოთ, მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი თუ იარსებებდა.
„ნათელია, რომ უდიდესი აღმოჩენის წინაშე ვდგავართ. ამ მასშტაბების რკინა მხოლოდ ამ რეგიონს არ სჭირდებოდა, სვანური რკინა, რკინის ხელსაწყოები და ნაკეთობები, არა მხოლოდ ქართველურ ტომებს ამარაგებდა, არამედ ევროპაშიც გადიოდა. ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის მეტალურგიული ცენტრი."- აღნიშნა ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგმა.
ექსპედიაცია სოფელ ლახამში პირველად 2011 წელს დაიგეგმა და წლებია სამუშაოები მიმდინარეობს. აღმოჩენა რამდენიმე დღის გაკეთა.
სვანეთში მეტალურგიული ცენტრის კვლევა და დამუშავება კიდევ გრძელდება. 2500 ქურიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმეა დამუშავებული, არქეოლოგები მნიშვნელოვან აღმოჩენებს მომავალშიც არ გამორცხავენ.