logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ფრთხილად წაიკითხეთ - ბოღმა ოხერია...
- +

30 აპრილი. 2016. 02:59



„აბა, პრემიებს ირიგებთ და ხელფასებს იზრდითო.... და გაბერილი შტატები ხალხის ხარჯზეო....

ფრთხილად წაიკითხეთ - ბოღმა ოხერია..."- ასე ეხმაურება ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო მთავრობათა ხარჯვითი პოლიტიკის ინდექსის სტატისტიკას, სადაც საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია.



Heritage Foundation: საქართველო 9 ადგილზეა სამთავრობო ხარჯების წნეხისაგან თავისუფლების 2016 წლის მსოფლიო რეიტინგში და პირველ ადგილზე ევროპაში...

2016 წელს სამთავრობო ხარჯების ეფექტიანობის (თავისუფლების) ინდექსით საქართველო 8 წლიან მაქსიმუმზეა და ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს უსწრებს

Heritage Foundation-მა მსოფლიო მთავრობათა ხარჯვითი პოლიტიკის ინდექსი 2016 (Government Spending) გამოაქვეყნა. რომელიც სამთავრობო/საბიუჯეტო დანახარჯების ნეგატიური ზეწოლისაგან ეკონომიკის თავისუფლების დონეს აღწერს.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში საქართველოში მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკის დონე იმდენად გაუარესებული იყო, რომ ის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც ვერ აღწევდა. სამთავრობო ხარჯების წნეხისაგან თავისუფლების ხარისხის ყველაზე ძლიერი გაუარესება ბოლოს 2009, 2010, 2011 და 2012 წლების ანგარიშებში დაფიქსირდა. 2010-2012 წელს სამთავრობო ხარჯების წნეხისაგან თავისუფლების დონე 2009 წლის მაჩვენებელზე დაბალი იყო.

ახლა უკვე მესამე წელია, რაც საქართველო სამთავრობო ხარჯების წნეხისაგან თავისუფლების დონით "მსოფლიოს საშუალო" მაჩვენებელს მკვეთრად უსწრებს.

ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2016 წელს, ისტორიაში პირველად, დატოვა, .. "კორუფციული რეპრესიის" ზონა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Heritage Foundation-ის კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსის (FREEDOM FROM CORRUPTION 2016) მიხედვით, კორუფციისაგან თავისუფლების ხარისხის დონემ საქართველოში პირველად გადააჭარბა 50%-.

"კორუფციული წნეხის არარეპრესიული დონის" ქვეყნებს შორის, საქართველო 2016 წელს მსოფლიოში 9 ადგილზეა სამთავრობო ხარჯების წნეხისაგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში და პირველ ადგილზე ევროპაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner