logo_geo
eng_logo
სომხეთში მომიტინგეებმა სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს
- +

17 აპრილი. 2018. 14:15

 

 

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს. „ტასის“ ინფორმაციით, მომიტინგეებმა გენერალური პროკურატურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შენობების ბლოკირება მოახდინეს.

 

ამასთან, ბლოკირებულია ერევნის ძირითადი ქუჩები. პოლიციის ძირითადი ძალები პარლამენტის შენობასთანაა კონცენტრირებული, სადაც ამ წუთებში სპეციალური სხდომა მიმდინარეობს.

 

დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრაა დაგეგმილი. მომიტინგეებს, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ. პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი“ რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner