logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების მომხრე ვერასდროს ვიქნებით
- +

17 აპრილი. 2018. 14:27

„ჩვენ, როგორც შს სამინისტრო, ვერასდროს ვიქნებით მომხრე მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

„ამ პოზიციას დავაფიქსირებთ ყველგან. თუმცა, არ არის ჩვენი მიდგომა, რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner