logo_geo
eng_logo
დოდო აფრასიძე: გიორგი ბარამიძე იმ კუბდარს მიიღებს, რომელიც დაიმსახურა!
- +

30 აპრილი. 2016. 03:23



დოდო აფრასიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" 2004 წელს მესტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურისგან მალე საინტერესო და სამართლიან შედეგებს ელოდება.


მედიის ინფორმაციით, გამოძიება ბოლოსკენ მიდის და და ბარამიძის წინაარმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.


„გამიხარდა, რომ გავიგე, ბარამიძის დაჭერას აპირებენო. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. პროკურატურიდან არანაირი ინფორმაცია არ მომსვლია. ეგ დიდი ხნის წინ უნდა დაეჭირათ, მაგრამ ხანდახან სამართალს ძალიან აგვიანდება, ამბობენ, ურმით დადისო. ქვეყნიდან გაქცევით შესაძლოა ციხეს აარიდოს თავი, მაგრამ დანაშაულისთვის მაინც მოუწევს პასუხისგება. მაგას ადამიანობა რომ ჰქონდეს, საკუთარი სინდისი გააგიჟებდა, მაგრამ ადამიანობა არა აქვს. მაგისგან განსხვავებით, ჩვენ ადამიანები ვართ და სამაგიეროს გადახდას უხეში ფორმებით არ ვაპირებთ.

 

ქვეყანაში საშინელებები ჩემი ოჯახის ამოწყვეტის ოპერაციით დაიწყო. ამიტომ იცოდეს, საქართველოდან გაქცევით თავს ვერ დაიძვრენს. ამ სპეცოპერაციაში 1.000ზე მეტი სპეცრაზმელი მონაწილეობდა. მათ ბევრი რამე იციან და არ გამოვრიცხავ, ვინმემ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაამხილა. ბარამიძის წინააღმდეგ ასეულობით ჩვენება დევს. ის ადამიანები სასამართლოს წინაშეც იტყვიან იმას, რაც 2004 წლის 24 მარტს ჩემს ეზოში ნახეს. იმასაც მოყვებიან, როგორ ითხოვდა ჩემი ომეხის ფეხებთან მდგარი კუბდარს. ეს სურვილი აუცილებლად აუსრულდება, ის იმ კუბდარს მიიღებს, რომელიც დაიმსახურა. ყოფილმა პრეზიდენტმა 2009 წელს საჯაროდ თქვა, რომ ჩვენი ამოწყვეტის ბრძანება მან გასცა. მას ჩვენება უკვე მიცემული აქვს და საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას", - აღნიშნავს დოდო


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner