„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამ ტრაგიკულ საქმესთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ მომენტისთვის, რომ გიპასუხოთ კონკრეტულ შეკითხვაზე. რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩავატაროთ, მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, - განაცხადა გახარიამ.