logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ბარნოვზე მომხდართან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული
- +

17 აპრილი. 2018. 14:48

 

 

„ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner