logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და არასოდეს, არც ერთი დანაშაული არ დაიმალება
- +

17 აპრილი. 2018. 15:30

 

 

„ჩვენ როგორც კი წლის ბოლოს დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე  ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია და სტატისტიკა არის ღია. შესაბამისად, ამ სტატისტიკის ნახვა ყველასთვის არის შესაძლებელი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა გვაქვს და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. არის  დანაშაულები, სადაც, ასევე, გვაქვს კლება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე, ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც,  პირველ რიგში, ეხება კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner