logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ბანკირები ავიშვიშდნენ!
- +

17 აპრილი. 2018. 16:51

 

 

„ბანკირები ავიშვიშდნენ! ყველა მედია გამოცემაში გამოვიდნენ ასპარეზზე. მინისტრმა ბახტაძემ დაუფრთხო ძილი! ბანკების ზემოგებები საფრთხეშია!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ ჩემგან პატივისცემა ფინანსთა მინისტრს ბანკების შესახებ განცხადების გამო. ბანკები იმპორტიორებს და სამომხმარებლო სესხებს აფინანსებენ სიამოვნებით. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ჩვენი ფულით იქმნება სამუშაო ადგილები სხვა სახელმწიფოებში. სამომხმარებლო სესხის უდიდესი ნაწილი ხომ იმპორტულ საქონელს ხმარდება: მაცივარი, ტელევიზორი, ტელეფონი, ავტომობილი... საქართველოს მიერ იმპორტულ საქონელში გადახდილი ფულით უცხო ქვეყნებში დაახლოებით 400 000 სამუშაო ადგილი პირდაპირ იქმნება, ხოლო 2 მილიონამდე - ირიბად. ბანკები უნდა „დავარწმუნოთ“, საკრედიტო პორტფელის ნაწილი წარმოებისკენ მიმართონ - ხალხიც დასაქმდება, გადასახადიც მეტი შევა ბიუჯეტში, ხალხის გადინებაც შენელდება და კატასტროფულ საგარეო ვაჭრობის სალდოს ოდნავ „გავაკეთილშობილებთ“, - წერს გოგავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner