logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ამის მკვლელი ევროპაში დასეირნობს, მე სამართლის ლოდინში ვკვდები... რა დააშავა ჩემმა შვილმა?!
- +

30 აპრილი. 2016. 03:43


 

წინა ხელისუფლების დროს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას მიმართავს:

 

 „ბატონებო, ფაქტი ჯიუტია, მე ვარქართული ოცნების" ერთ- ერთი დამფუძნებელი. ეს მოქალაქეები, რომლებიც ჩემთან ერთად ზიან და ხმას აძლევენ ამ პარტიის დაფუძნებას. ყველამ აიხდინაოცნება" მე, ჯამბულ გამცემლიძე, რომლის ოცნება იყო ჩემი შვილის საქმის გამოძიება და ყველა იმ საქმის გამოძიება, რაც ქუჩაში მკვლელობებს ეხებოდა. სხვა არაფერი დღემდე ველოდები მოთბინებით. საადააა სამართალი, ის მაინც მითხარით რა დააშავა ჩემმა შვილმა ან მე, რომ ასე უგულვებელყოფილები ვართ...

 

აი ჩემი გიოს სურათი, ამის მკვლელი ევროპაში დასეირნობს, მე სამართლის ლოდინში ვკვდები, მითხარით მაინც ხოში გვაქვს და არ ვიძიებთო, მივხედავ მე ჩემს თავს და მათაც, ვისაც ჯამბულ გამცემლიძე ფეხებზე კიდია..."-წერს გამცემლიძე სოციალურ ქსელში.



ჯამბულ გამცემლიძის განცხადებას საბურთალოს გამგეობის  საზოგადოებრივი საბჭოს წევრი მანჩო გიორგობიანი ეხმაურება:


თქვენთან ვართ და ჩვენც ამიტომ ვბრაზობთ...

გაწმინდეთ თქვენი სამსახურებისაბოტაჟნიკი", დანაშაულის ჩამდენი და მიმჩქმალავი კადრებისგან!!! ნუ შექმნით ჩვენგან "პოტენციურ დამნაშავეებს" - ტერმინი კრიმინალისტიკიდან, როდესაც დაზარალებული და და დაუსჯელი დამნაშავე ერთ სივრცეში მოძრაობენ და პოლიციელების მხრიდან ვერ ხერხდება დანაშაულის პრევენცია (საქმე ვისაც ებარა, ის სამართალდამცავი ისჯებოდა, ასეთ "недосмотр , халатность"- აშ... ამასაც კანონი არეგულირებდა...!)

დაუცველობის განცდა, მეტად უბიძგებს ადამიანს შურისძიებისკენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს აფექტი და საპასუხო (ვენდეტტა) დანაშაულის ჩადენა დამნაშავის მიმართ ჩვენი, დაზარალებულების, მხრიდან!..."- წერს მანჩო გიორგობიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner