თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვლი „იმედის“ მიერ დენდროლოგიურ პარკზე მომზადებულ სიუჟეტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება:
„იგავია ასეთი: ტყუილებით და ცილისწამებით ცნობილი კაცი აღსარებისთვის მიადგა მოძღვარს. მოძღვარმა ხორბლით სავსე ჯამი მისცა და სთხოვა ქარს გაატანეო. კაცი ასეც მოიქცა და კვლავ დაბრუნდა მოძღვართან, რომელმაც მორიგი დავალება მისცა: წადი და ის ხორბალი შეაგროვე, ქარს რომ გაატანე. კაცმა უთხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
მორალი: თქვენ ამბობთ ტყუილს, ცილს სწამებთ ადამიანებს და ამ სიტყვებს თითქოს ქარს ატანთ, მაგრამ თქვენი სიტყვები იფანტებიან და ტოვებენ ადამიანების გულებში ბრაზს, სიძულვილსა და ბოღმას.
მათ, ვინც ყოველდღიურად მიზანმიმართულად ცრუობს, ავრცელებს ათასგვარ ჭორს და სიბინძურეს, არაფერი ეშველება, მაგრამ ჩვენ მაინც ნუ დავიბინძურებთ გულს და გონებას ამ შხამით.
პ.ს. და კიდევ, არ დაგვავიწყდეს - უმადურობა დიდი ცოდვაა!” - წერს თოქმაჯიშვილი.