რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლიდან გაიტაცეს.
თამაზ ილურიძე საქართველოს მოქალაქეა.
სუს-ის ინფორმაციით თამაზ ილურიძე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.