logo_geo
eng_logo
ვერდის ოპერა „დონ კარლოსი“ 10 წლის შემდეგ კვლავ აჟღერდება
- +

30 აპრილი. 2016. 00:01


6 მაისს, XI საერთაშორისო ფესტივალის  „აღდგომიდან ამაღლებამდე" ეგიდით ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენილი იქნება ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსი" (საკონცერტო შესრულება), რომელიც ეძღვნება კომპოზიტორის გარდაცვალების 115 და ოპერის შექმნიდან 150 წლისთავს.  პროექტის ავტორია მსოფლიოში აღიარებული სოპრანო იანო-თამარ ალიბეგაშვილი, რომელიც 11 წლის წინ, "აღდგომიდან ამაღლებამდე" პირველი ფესტივალის საპატიო მონაწილე გახლდათ. ამჯერად, ის თბილისს უცხოელ კოლეგებთან ერთად ეწვევა.


ჯ.ვერდის „დონ კარლოსი " საკონცერტო ვერსიით პირველად სრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. სპეციალურად ამ კონცერტისათვის პირველად საქართველოს დედაქალაქს სტუმრად ეწვევა ცნობილი ესპანელი დირიჟორი, ტუსონის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი ხოსე ლუის გომესი. კონცერტში მონაწილეობას იღებს თბილისის ოპერის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი.


ჯუზე პევერდის „დონ კარლოსის" საკონცერტო ვერსია ქართველ მელომანებს ნამდვილ ვარსკვლავთ ცვენას ჰპირდება: ჯაკომო პრესტია, (იტალია); ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი); ანდრეა ბორგინი (იტალია); იანო ალიბეგაშვილი; ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი გოდერძიშვილი.


ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.


კონცერტის ორგანიზატორია „აკაკი რამიშვილის ფონდი -ტრადიცია და ინოვაცია" და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

https://tkt.ge/ka/event/




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner